ტარიელ კაკაბაძე: სასჯელი საკმაოდ არაადეკვატურია, განაჩენთან მიმართებით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს სასჯელი არაადეკვატურია, განაჩენთან მიმართებით.
მისივე თქმით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ საქმემ უზენაესი სასამართლოც მოიაროს.
„სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოკლა დავით სარალიძე. სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ის არ მოუკლავს.
მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი საკმაოდ არაადეკვატურია განაჩენთან მიმართებით, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რას დაწერს მოსამართლე, როგორ დაასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით, გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას.
თუმცა, ზოგადად, ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში წავა და ​ორივე მხარის მიერ გასაჩივრდება, ასევე ეს საქმე, ძალიან დიდი ალბათობით, მოივლის უზენაესს სასამართლოს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს, 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები