დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართება

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა კვირეული გრძელდება. 8 ივნისს, 18:30 საათზე, გაიმართება  – დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი – 1918 წლის 26 მაისისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის (ILSA Georgia) ორგანიზებით ჩატარდება.
მათი ინფორმაციით, ლექციას გაუძღვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩეველი – გიორგი კობახიძე.
„კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაარსება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია უერთდება მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც იმართება უნივერსიტეტის იუბილეს აღსანიშნავად და მართავს აკადემიური სახის ღონისძიებას, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული საფუძვლების, კავკასიის რეგიონში არსებული ფონის, საართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის მნიშვნელოვანი და უცნობი ფაქტების შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს პირველი კონსტიტუციის ღირებულების შეფასება დაწარმოჩენა თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და საქართველოს სამართალმემკვიდრეობის და საერთაშორისო სამართალში მისი სამართლებრივი მდგომარეობის საკითხის გაცნობა.
აღნიშნული ლექცია ტარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ლექციათა სერიების მეორე კვირის დღის თემა შეეხება 1918 წლის 26 მაისს – დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. ლექცია დაეთმობა არა მარტო ისტორიული ფაქტების გადმოცემას, არამედ მოვლენების ანალიზსა და შეფასებას. განხორციელდება მოკლე ისტორიულ-პოლიტიკური ექსკურსი. ლექციაზე დამსწრე ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს განხილვაში და დასვას შეკითხვები.
პროექტი დაფინასებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მის: ი. ჭავჭავაძის 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები