სასამართლოსთან დილით დაკავებულები გაათავისუფლეს – ისინი პროკურატურასთან აქციას შეუერთდნენ (ფოტო, ვიდეო)

ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს.
ისინი პროკურატურასთან მიმდინარე აქციას, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და სხვა მოქალაქეები მართავენ, ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები