ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში გამოფენა – „ამოსუნთქვა” გაიხსნება
4 ივნისს, 19:00 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში, ია მჭედლიშვილის გამოფენა „ამოსუნთქვა” გაიხსნება.
ნინა მდივანი, არტკრიტიკოსი: „გამოფენაზე ია მჭედლიშვილის ათი ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს ნახატები მაისის თვეში, თბილისში ყოფნისას არის შესრულებული. გამოფენის მთავარი თემა, რომელიც ამ ნამუშევრებს ერთმანეთთან კრავს, ძალისხმევის, ინდივიდსა და სოციუმს შორის არსებული მორალური არჩევანის გარღვევისა და გამოდევნის უწყვეტი პროცესია. ეს არის მუდმივი მოძრაობა, რომელიც ადამიანის რეალურ მდგომარეობას წარმოადგენს, როგორც ამოსუნთქვა, როგორც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, პირდაპირი თუ მეტაფორული მნიშვნელობით. პიროვნულად, იას აინტერესებს ადამიანის როგორც ინდივიდი და მისი ადაპტაციის მექანიზმები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ცხოვრების ფაქტებისადმი, რომლებიც ჩვენ დაბადებიდან გვეძლევა. ხელოვნება რეალობის იმიტაციაა. იას ექსპრესიონისტულ ნამუშევრების რეაოლობა სიმბოლურად ეხება ტკივილის, მარტოობის, სიკვდილის განცდის საზღვრებს, რომლებიც ადამიანს ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე თან ახლავს.
გამოფენის ადგილი, თბილისის ფიროსმანის მუზეუმი შემთხვევით არ არის შერჩეული. ეს არის ადგილი, სადაც გენიალურმა ქართველმა პრიმიტივიზმის მიმდევარმა, ნიკო ფიროსმანმა ცხოვრების უკანასკნელი წელი გაატარა. ამ დროს ის ადგილობრივ რკინიგზაში გამყოლად მუშაობდა და ხატავდა თავის უნივერსალურ მონოქრომატულ წარმოდგენებს. სწორედ აქ, ამ შავკედლებიან უფანჯრო სარდაფში, 1918 წელის 9 აპრილს ის გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხაროდ, ეს მუზეუმი ნაკლებად ცნობილია ფიროსმანის თაყვანისმცემლებისათვის, თუმცა მის კედლებში კვლავ ჩარჩენილია ენერგია, სადაც ეს არაჩვეულებრივად საინტერესო და დრამატიზმის სავსე ცხოვრება დასრულდა.
ზუსტად ასი წლის წინ, ამ ადგილას ფიროსმანმა უკანასკნელად ამოისუნთქა და დღეს ია აგრძელებს საკუთარ მხატვრულ ძიებას. სწორედ ამ მარადიულ წრეში იკვრება მათი განსხვავებული მხატვრული ხედვები“.
გამოფენა 10 ივნისამდე გასტანს.
გამოფენები:
2015 – საქართველოს ეროვნულ მუზეუმი, გამოფენა „მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი”, სინთეზური ხელოვნების ნიმუში”;
2013 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო;
2013 – მსოფლიო წყლის Imege გამოფენა (WWIC) კამპინასი, ბრაზილია;
2013 – SHOT! Magazine # 1 პორტუგალია;
2012 (1) – გალერეა “ART AVENUE”, თბილისი, საქართველო;
2012 – გალერეა “ART AVENUE”, თბილისი, საქართველო;
2011 – გალერეა შარდენი, თბილისი, საქართველო;
2010 -საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო;
2010 – “Iron City Brewery”, ლორენსვილი, პიცბურგი , აშშ;
2007 – “White Gallery”, კიევი, უკრაინა;
2000 – “Gertsev Gallery”, ატლანტა, ჯორჯია, ამერიკის შეერთებული შტატები;
გამოფენილია: “HOLTZMAN GALLERY”, ვენტნორი, ნიუ ჯერსი, აშშ;
კერძო კოლექციები: საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
გამოფენა 10 ივნისამდე გაგრძელდება.
მის: ფიროსმანის 29.