ოთარ დანელია და ნინო წილოსანი მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი იმყოფებოდნენ.

მაჟორიტარ დეპუტატებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის  ხელმძღვანელმა,  ლაშა შალამბერიძემ ამ  დრომდე  ჩატარებული ღონისძიებების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მიღებული მონიტორინგის შედეგების და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე ხდება  ღონისძიებების დაგეგმვა.

ოთარ დანელიას განცხადებით, საკოორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.  ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ოპერატიულად მიეწოდება ინფორმაცია შეწამვლითი ღონისძიებების შესახებ.

დღეის მდგომარეობით, მობილიზებული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის ტექნიკით, სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 93 000 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით, 3 000 ჰექტარი. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 50 000 ფერომონი „მოიზიდე და მოკალის” პრინციპით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები