სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება იწყება

სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება იწყება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მორიგი სხდომა ჩაატარა, სადაც   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შეტანილი განცხადებები, პრიორიტეტების მიხედვით იქნა განხილული.

საბჭომ ახალი წესის ფარგლებში შემოსული 104 განცხადება განიხილა. პირველ ეტაპზე  შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: 18 ბრტყელი სახურავის შეკეთება, 3 ქანობიანი სახურავის შეკეთება და 16 შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები