ვლადიმერ იმნაძემ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, სპირიდონ კედიას 7 ნომერში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის შენობაში, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ცნობილია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის შენობის რამდენიმე სართულზე, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი გადავა.

ჰოსპიტალის დირექტორის, ლევან ჯუღელის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები 2018 წლის აგვისტოს ბოლოს  დამთავრდება და ჰოსპიტალი მუშაობას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები