„ნაყინს ჭამდნენ“ – ხობში მომხდარი საზარელი მკვლელობის დამატებითი დეტალები

„კვირასთვის“ ხობში, სოფელ პირველ მაისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მკვლელობა ფარცვანიების ოჯახში მოხდა, სადაც ერთ-ერთი გარდაცვლილი სახელოსნო სამუშაოებს ატარებდა.
როგორც სოფლის რწმუნებული მარინე ლაგვილავა „კვირასთან” საუბარში აცხადებს, გარდაცვლილთაგან ორი მეზობლები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ.
„გარდაცვლილთაგან ორი – მეზობლები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რაც შეეხება მესამეს, ის ოჯახში სახელოსნო სამუშაოებს ატარებდა, რაღაცას ადუღებდა. ჩემი ინფორმაციით, ამ საზარელ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე საუზმობდნენ ნასვამები არ იყვენენ ნაყინს ჭამდნენ, ერთ-ერთი მოკლულის დედას მაღაზია აქვს და ნაყინი შემოატანინეს. მერე რა მოხდა არავინ არ იცის. დედამისი მომხდარის დროს მაღაზიაში იყო, გაოგნებულია“, -განუცხადა „კვირას“ მარინე ლაგვილავამ.
არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ერთ-ერთმა მამაკაცმა ორი ახალგაზრდა მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები