თბილისში მომხდარი ავარიისას ერთი მოქალაქე დაშავდა (ფოტო)

თბილისში, ორთაჭალის ჰესთან, ისნისკენ მიმავალ გზაზე „მიცუბიშისა“ და „ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
“კვირას” ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები