კახეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, გამთენიისას, მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა. მომხდარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები