საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველად ეწვია. სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მოგვიანებით კი, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები