უოლტ უიტმენის პოეზიის თარგმანების წარდგენა გაიმართება
31 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ესეისტის, უოლტ უიტმენის ლექსების ქართული თარგმანების წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თსუ-დან აცნობეს, თარგმანებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ეკატერინე ბარამიძე წარადგენს.
საღამო თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსი; აუდიტორია #203.