გლდანის რაიონის გამგებელსა და მის მოადგილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტს, გლდანის რაიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა, ავთანდილ შუბაშიკელმა წერილობით მიმართა, სადაც იგი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა გლდანის რაიონის გამგებლის და მისი მოადგილეების მიმართ იმ ყურადღებისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც რაიონის გამგეობა რაიონში მცხოვრები ვეტერანებისადმი იჩენს.

“გლდანის რაიონში 3000 -მდე ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობასა და გლდანის რაიონის გამგეობას, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე, ყოველდღიურად ათამდე ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი მიმართავს და არცერთი მათგანი არ რჩება კვალიფიციური დახმარებისა და ყურადღების გარეშე”,-ნათქვამია წერილში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის გადაწყვეტილებით, რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ თოფურიამ, გლდანის რაიონის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს, მოადგილეებს – ლევან ნაროუშვილს, ზურაბ ქაშიაშვილსა და ნანა ციმაკურიძეს, რაიონში მცხოვრები ვეტერანების მიმართ გაწეული დახმარებისა და მათ მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისათვის, სამადლობელი სიგელები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები