ცნობილ ნორვეგიელ მწერალთან, ერლენდ ლუსთან შეხვედრა გაიმართა

ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ თბილისშია. იგი მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ მკითხველებს შეხვდა.
მკითხველები, ნორვეგიელ მწერალთან ერთად, შეხვდნენ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მედეა მეტრეველს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორს, თინა მამულაშვილს.
საღამოს მოდერაციას უწევდნენ ლუკა გრიგოლია და ერლენდ ლუს ქართულენოვანი წიგნების მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე.
ერლენდ ლუ საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის „Guests of Honour -get together“ ფარგლებში სტუმრობს.
31 მაისს გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები