ოპერის თეატრში „სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერა გაიმართება
10 ივნისს, 20:00 საათზე, პირველად საქართველოში და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ჯუზეპე ვერდის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერა.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს ეს დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება. „სიმონ ბოკანეგრას“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისს გაიმართება.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია – ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი (ესპანეთი).
საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპერის თეატრის სოლისტები, ისე უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.
10 ივნისს მთავარ პარტიებს შეასრულებენ: გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, თამარ ივერი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ჭელიძე, თამაზ საგინაძე, მანანა იორდანიშვილი. დირიჟორი – ფაბრიციო კასი (იტალია).
ჯუზეპე ვერდიმ „სიმონ ბოკანეგრა“ ანტონიო გარსია გუტიერესის დრამის მიხედვით შექმნა. მოქმედებას მე-14 საუკუნის იტალიაში, გრიმალდების სახლში გადავყავართ. ოპერის მთავარ მოქმედ გმირს გენუელი დოჟი სიმონ ბოკანეგრა წარმოადგენს. „სიმონ ბოკანეგრას“ მსოფლიო პრემიერა 1857 წლის 12 მარტს ვენეციის Teatro La Fenice-ში შედგა. ახალი რედაქციით „სიმომ ბოკანეგრა“ 1881 წლის 24 მარტს მილანის La Scala-ს სცენაზე დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ უდიდესმა უნგრელმა კომპოზიტორმა ფერენც ლისტმა თავისი ბოლო საოპერო პარაფრაზი სწორედ განახლებული „სიმონ ბოკანეგრას“ თემებზე დაწერა.
თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე „სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერა 10 ივნისს გაიმართება.