კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესი გრძელდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, წელს ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელება სააგენტომ უკვე დაიწყო.
„მეორე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, კომპლექსურმა რესტავრაციამ უკვე მოიცვა ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები, რომელთა დაზიანებული სეგმენტები ახალი თლილი ქვებით იმოსება. 2018 წელს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული კუმურდოს ტაძრის ავთენტურ ფორმასთან. ტაძრის რეაბილიტაციის განვლილ ეტაპებზე არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოა გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები