„საქართველოს დამოუკიდებლობა საფრანგეთის დიპლომატიურ დოკუმენტებში (1918-1921)“ – გამოფენა 8 ივნისამდე გაგრძელდება

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლეში   გამოფენა სახელწოდებით: „საქართველოს დამოუკიდებლობა საფრანგეთის დიპლომატიურ დოკუმენტებში (1918-1921)“ მიმდინარეობს. გამოფენას საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის დიპლომატიურ არქივთან და ხელოვნების სასახლესთან პარტნიორობით მართავს.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა, იხილოს საფრანგეთის დიპლომატიური არქივიდან შერჩეული უნიკალური დოკუმენტები, რომლებიც იმჟამინდელი საფრანგეთის დამოკიდებულებასა და ინტერესს ავლენენ კავკასიასა და საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში მიმდინარე მოვლენების მიმართ.
ექსპოზიციის ნახვა ფართო საზოგადოებას ხელოვნების სასახლეში 8 ივნისამდე შეეძლება.
გამოფენის ორგანიზატორია კლერ მურადიანი – საფრანგეთის სამეცნიერო ეროვნული კვლევითი ცენტრის დამსახურებული დირექტორი.
კოორდინატორი – შორენა ციცაგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები