რეჟისორი პავლე ჩარკვიანი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი და სცენარისტი – პავლე ჩარკვიანი. ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს რეჟისორის ოჯახს.
პავლე ჩარკვიანი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა – „ჩემი ძვირფასი სანატრელი ბაბუ“, „ჭა“, „ზოგი ჭირი მარგებელია“ „კარიერი“, „როცა დედები შინ არ არიან“, „უცხო ფრინველი“…
დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის სასცენარო და სარეჟისორი კურსები. ავტორია ანიმაციური ფილმებისა, 1972 წლიდან დამდგმელი რეჟისორია კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
პავლე ჩარკვიანს, 31 მაისს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები