საქართველოს ისრაელის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს მარტის დასაწყისში ისრაელის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვევიან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ინვესტირების სურვილი ბიზნესმენებმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გამოთქვეს. იერუსალიმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამუშაო ვახშამზე ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვევიან. სამუშაო ვახშამს ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, გუშინ იერუსალიმის ძველი ქალაქი და გოდების კედელი დაათვალიერა.