„ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები: ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“ – მუზეუმის ფორუმი გაიმართება

29 მაისი, 19:30 საათზე,  მუზეუმის ფორუმი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს,  ფორუმი მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
18 მაისს მსოფლიომ აღნიშნა მუზეუმის საერთაშორისო დღე. მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით, მუზეუმის დღის წლევანდელი თემაა – „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები – ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია, ქმნის სასაუბრო პლატფორმას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.

სპიკერები:
◆ დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
◆ გიორგი ჩოგოვაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
◆ ანტონიო ენრიკო ბარტოლი – იტალიის საელჩო საქართველოში;
◆ მიხეილ ბატიაშვილი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

მუსიკა: TeTe Noise

 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები