ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მიმდინარეობს
სამხატვრო გალერეა „ახუნდოვ ჰაუსი“ ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ფარგლებში მიმდინარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ორმოცდაათზე მეტი ხელნაკეთი ცვილის, თიხის, ხის თოჯინა და მარიონეტი, რომელთა შემქმნელები არიან საქართველოში და საზღვარგარეთ ცნობილი მეთოჯინეები – ნანა ყაულაშვილი, ქეთი ძიძიგური, ნანა ბედიაშვილი, იულია საროკინა, ნანა მჭედლიშვილი, მაია ალადაშვილი, დენის განაბოლინი და სხვ.