„RMG“-ის მხარდაჭერით ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტს გამართავს

ქორეოგრაფიული ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტისთვის ემზადება. ანსამბლი მაყურებლის წინაშე 30 მაისს, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სცენაზე 14 ცეკვით წარსდგება. კონცერტი კომპანია „RMG“-ის მხარდაჭერით იმართება, რომელიც ანსამბლს და მის ცეკვის შემსწავლელ სტუდიებს 3 წელია აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ 36 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია.

ანსამბლის ხელმძღვანელის, მარი ტატიშვილის განცხადებით, „RMG“-ის დამსახურებაა, რომ ცეკვის შემსწავლელი სტუდიის ბავშვები ყოველთვიურ გადასახადს არ იხდიან.

„RMG“-ის 2015 წლიდან აფინანსებს ანსამბლს. სპონსორის დამსახურებაა, რომ ჩვენი ცეკვის შემსწავლელი სტუდიის ბავშვები არ იხდიან ყოველთვიურ გადასახადს. მაისის ბოლოს გვსურს საანგარიშო კონცერტი გავმართოთ დაბა კაზრეთში, რომ ყველამ ნახოს ჩვენი ანსამბლის მიღწევები”,-აღნიშნა ხელმძღვანელმა.

„RMG“-ის დირექტორის მოადგილის, ამირან ქართველიშვილის თქმით, კომპანია მზადაა ხელი შეუწყოს ყველა იმ საინტერესო წამოწყებას, რომელიც ამ რეგიონის ახალგაზრდების ნიჭის და პოტენციალის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

„მართვეს“ ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი ჯამში რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის დახმარებით ეს ბავშვები რეგიონში აქტიურ კულტურულ ცხოვრებას უწევენ პოპულარიზაციას. ჩვენის მხრივ, მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ყველა იმ საინტერესო წამოწყებას და პროექტს, რომელიც ამ რეგიონის ახალგაზრდების ნიჭის და პოტენციალის წარმოჩენას შეუწყობს ხელს”,-განაცხადა ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები