ანა მამისაშვილის კონცერტი გაიმართება

28 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ანა მამისაშვილის სავიოლიონო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ანა მამისაშვილი სწავლობდა პოლონეთში, კრაკოვის მუსიკის აკადემიაში. წელს ამთავრებს დოქტორანტურას თბილისის კონსერვატორიაში. ასევე – ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას „ნიჭიერთა ათწლედში“, თბილისის სახელმწიფო კემერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ წევრია. მისი ოჯახი დევნილია სამაჩაბლოდან. მას დაკრული აქვს 6 სოლო კონცერტი.
კონცერტმაისტერია ინგა ლობჟანიძე, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი თამარ ბულია.
პროგრამაშია: ბიბერის, მოცარტის, ჩაიკოვსკის, მილშტეინის, ბარტოკის, ჭაბაშვილის ნაწარმოებები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები