ხელოვნების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პარიზიდან ჩამოტანილი  ეგზემპლარი გამოიფინება

26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პარიზიდან ჩამოტანილი  ეგზემპლარი (თანადროული პირი. ქაღალდი. ტუში. ნაბეჭდი) ხელოვნების სასახლის მთავარ დარბაზში პირველად გამოიფინება.
როგორც ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს 2016 წელს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიკვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები