28 მაისს, წინანდალში დავით მაღრაძის წიგნის – „ნაფეხურები წყალზე“ პრეზენტაცია გაიმართება

28 მაისს, წინანდალში დავით მაღრაძის წიგნის – „ნაფეხურები წყალზე“ (Footprints On Water), პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომცემლობა Rare Bird-მა გამოსცა, და ის სხვადასხვა დროს დაწერილ ლექსებს და ორ პოემას  – „ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“ აერთიანებს.

პრეზენტაციას ამერიკული გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი ტაისონ კორნელი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ამის შემდეგ კი პრეზენტაცია ნიუ-იორკში და შეერთებული შტატების კიდევ 33 ქალაქში გაიმართება.

„მინდოდა წიგნის პრეზენტაცია საქართველოში გამართულიყო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიმეძღვნა. ეს მართებულია და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყოველთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის”, – ამბობს წიგნის ავტორი, დავით მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები