ალბომ „ნოე ჟორდანია 150“-ის წარდგენა გაიმართება
25 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, მართავს ალბომ „ნოე ჟორდანია 150“-ის პრეზენტაციას. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეებს უკავშირდება.
ალბომში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის ნოე ჟორდანიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები და წერილები. ქართულ-ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოამზადა და დაისტამბა ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მხარდაჭერით.
პრეზენტაციას დაესწრებიან: ნოე ჟორდანიას შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები – ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, უნივერისტეტის პრორექტორი ალექსანდრე ცისკარიძე, მთავრობის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 107.