მხატვრული ფილმის – „დავიწყებული მელოდიის” მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მხატვრული ფილმის „დავიწყებული მელოდია” მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.
პრესკონფერენცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში – საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება.
პროექტის ორგანიზატორების გეგმით, ფილმი ეკრანებზე შემდეგი წლის დასაწყისში გამოვა.