„პატარა ხოჭომ“ კიდევ ორი ფესტივალი მოიარა წარმატებით
ქართველი რეჟისორის, ელენე სებისკვერაძის ანიმაციურმა ფილმმა „პატარა ხოჭომ“ ამერიკა და ბულგარეთი წარმატებით მოიარა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის Rhode Island-ის შტატში, Avalonia Festival-ის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალზე “პატარა ხოჭომ” საუკეთესო 1- წუთიანი ანიმაციური ფილმის დიპლომი აიღო.
ბულგარეთის (სოფია) ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე Golden Kuker- Sofia „პატარა ხოჭომ” ჟიურის წევრებისაგან Special mention დიპლომი აიღო.
ამ კატეგორიაში (super short, about 1 min) ფესტივალზე 100-ზე მეტი ფილმი იყო გაგზავნილი , “პატარა ხოჭო” 10 საუკეთესო ფილმს შორის შეირჩა, შემდეგ კი ორ რჩეულ ფილმს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოჩნდა. ავტორი თავად ესწრებოდა ფესტივალს და ახლახან დაბრუნდა საქართველოში.
„პატარა ხოჭო” უკვე მესამე ჯილდოს მფლობელია. 2017 წლის სექტემბერში, ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე „პატარა ხოჭომ” პირველი ჯილდო – ოქროს მედალი აიღო.
„პატარა ხოჭო” 2017 წლის ნოემბერში კანადის, მონრეალის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე very short films სკონკურსო პროგრამაში მონაწილებდა.
ელენე სებისკვერაძე ერთწუთიანი ანიმაციური ფილმის “პატარა ხოჭოს” ავტორი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მხატვარი-ანიმატორია.