დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
29 მაისს, 20:00 საათზე, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის კონცერტი გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება. ამ მოვლენას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება: „29 მაისს ვიკრიბებით ყველა ფილარმონიაში, კიდევ ერთხელ გიოს ყველა ერთად ვეტყვით – „გვიყვარხარ და შენ გვერდით ვართ, გიო“. დაუვიწყარი საღამო, რომელიც ისტორიაში შევა. თბილისი არის ურთიერთობა. 29-ში მინდა ყველას მოგეფეროთ და გითხრათ მადლობა”, – წერს ოქიტაშვილი.
მონაწილეობენ: მაია ჯორჯაძე, ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, ეკა ჭაჭიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, დათუნა სირბილაძე, დავით ევგენიძე,
ზუკა და ნოდარ ხუციშვილები, ანსამბლი “ფორტე”, ანსამბლი “შვიდკაცა”.
მუსიკალური პროდიუსერი: ზურაბ მახნიაშვილი; დამდგმელი რეჟისორი: ბაკურ ბაკურაძე.