ქუთაისში საბავშვო ბაღში გველები მომრავლდნენ – დირექტორმა ჯოხით 5 გველი მოკლა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბაღის ტერიტორიაზე 5 გველი მოვკალი“, – ამის შესახებ „კვირას” ქუთაისის მე-17 ბაგა-ბაღის დირექტორმა ბეჟან კენჭაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირაა, ქვეწარმავლები საბავშვო ბაღის შენობის ჰოლში შენიშნეს.
სწორედ, ქვეწარმავლების გამო, ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.
მე-17 ბაგა-ბაღი ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, მე-2 მიკრორაიონში მდებარეობს.
ბაღის დირექტორი შენობაში ქვეწარმავლების მომრავლებას ბოლოდროინდელ წვიმებს უკავშირებს.
„ბაღი მდინარე ოღასკურასთან ახლოს მდებარეობს. ისეთი წვიმა იყო, რომ მდინარე ადიდდა და წყალი შენობის სარდაფშიც შემოვიდა. მდინარე ისე იყო ადიდებული, რომ ბუხაიძის ქუჩაზე სიარული გვიჭირდა.
ეს ქვეწარმავლები სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდნენ, თორემ სამი წელია ამ ბაღში ვმუშაობ და ასეთი რამ არასოდეს ყოფილა“, – აცხადებს დირექტორი.
მისი თქმით, იგი ქვეწარმავლებს ჯოხით ებრძვის.
დირექტორი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ქუთაისის სანეპიდსადგურს შეატყობინა და ბაგა-ბაღის შენობა და ეზო პრევენციის მიზნით დაამუშავეს.
ქუთაისის მე -17 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები