საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა საზეიმოდ გადაეცემა

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველი კომიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჩოხას საზეიმოდ გადასცემს. ამის შესახებ 1tv ავრცელებს ინფორმაციას.
ღონისძიებას დაესწრებიან: გენერალ გიორგი კვინიტაძის (საქართველოს რესპუბლიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში) შვილიშვილი და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის (1924 წლის აჯანყების მეთაურის) ჩოხა, რომელიც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველი კომიტეტის მფლობელობაშია, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილის ხელით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სპეციალურად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები