გამოფენა – ,,ქართული უნიკა“ გაიხსნება

23 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა – ,,ქართული უნიკა“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა წარმოადგენს ქართული ბონისტიკური და ფილატელისტიკური ძეგლების უნიკალურ ექსპოზიციას, ისტორიული და კულტურული არტეფაქტების კოლექციას, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამოშვებული ქაღალდის ფულადი ნიშნების, ბანკნოტების და მარკების ყველა ნომინალი, მათი ცნობილი სახესხვაობები, მათ შორის იშვიათი და რარიტეტული ნიმუშები.
გამოფენა დააინტერესებს როგორც ისტორიით, ფინანსებით, ხელოვნებით დაინტერესებულ დამთვალიერებელს, ასევე მეცნიერ-მკვლევარებს, სტუდენტებს, ბონისტებს, ფილატელისტებს, ჰერალდიკოსებს, ორნამენტალისტებსა და კოლექციონერებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ, პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები