„ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები” – სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება 

22 მაისს, 14:00 საათზე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები” გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენცია პროფ. მანანა ანდრიაძეს ხსოვნას ეძღვნება.

11.00 კონფერენციის გახსნა, მისალმება
I სესია
11.15-11.35 ანა ლოლაშვილი (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – ხატთაყვანისცემის დოგმატის მართებული გააზრება;
11.35-11.55 გიორგი დობორჯგინიძე (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – ზეთისცხების საიდუმლოს მართებული გააზრებისთვის;
11.55-12.15 ანდრო არჯევანიძე (თბილისის სასულიერო სემინარია) – იესო ქრისტეს მიერ ნაზარეთის სინაგოგაში წარმოთქმული მესიანისტური ქადაგების საღვთისმეტყველო განმარტება;
12.15-12.35 ირაკლი კანდელაკი (გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია) – ქრისტიანული ეკლესიის მოციქულებრივი წარმომავლობა;
12.35-12.55 თეონა ბენაშვილი (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – ანამორფოზული ადგილები წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ცხოვრებიდან;

12.55-13.15 გიორგი მუკბანიანი (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ;
13.15-13.35 დიმა ალფენიძე (თბილისის სასულიერო სემინარია) – პავლე – ისრაელისთვის მლოცველი მოციქული (რომაელთა მიმართ ეპისტოლის მიხედვით);

შესვენება 13.35- 14.00
II სესია
14.00-14.20 სოფიო სულაშვილი (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ძლისპირის „მერცხალო მშვენიეროს“ საღვთისმეტყველო ანალიზი;
14.20 -14.40 ხანთაძე დავით (გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია) – გამოსყიდვის საიდუმლოს არსი დიდი შაბათის საცისკრო კანონის მიხედვით;

14.40-15.00 მონოზონი ნინო სამხარაძე (თბილისის სახ. კონსერვატორია ) – „შეხვეტილიანის“ ციკლის ისტორიული ჩამოყალიბებისა და მუსიკალური აგებულების თავისებურებათა კვლევის საკითხისათვის:
15.00-15.20 სალომე ხუციშვილი (თბილისის სახ. კონსერვატორია ) – ჭრელები საგალობელთა ნოტირებულ ხელნაწერებში;
15.20-15.40 ლედი კუთხაშვილი (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – სამზე მეტხმიანობა ზაქარია ფალიაშვილის მიერ დამუშავებულ საგალობლებში;
15.40-16.00 ნატალია ივანიშვილი (გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი) – დიდი ხუთშაბათის მსახურება ქართული ლიტურგიკული ძეგლების მიხედვით;
16.00 – 16.20 შორენა მეტრეველი (თბილისის სახ. კონსერვატორია ) – წინადღესასწაულის მსახურების ტრადიცია ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები