ლევან კობერიძე: მინდა საქართველოს და პირადად პრემიერს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება

„ეს არის მთლიანად საქართველოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის, ვინც ემხრობა ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამ ფაქტით საქართველო კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საერთაშორისო აქტივობების რუკაზე, მათ შორის, ტურიზმისა და სპორტის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში  მსოფლიო ჩემპიონატის  ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმ მიზანმიმართული გეგმის შედეგია, რასაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმით ახორციელებს.

„პრემიერ-მინისტრი თავად იყო ჩართული და პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი მთის კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფ ტემპში ეფექტურად და ხარისხიანად ჩატარებულიყო. ამან  შედეგი გამოიღო. მინდა მას პირადად და მთლიანად საქართველოს მივულოცო ეს ძალიან დიდი გამარჯვება. რასაკვირველია, ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და მთლიანად რეგიონში გაზრდის სპორტის ზამთრის სახეობების  მოყვარულთა რაოდენობას და  კიდევ უფრო აქტუალურს გახდის ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეს მიღწევა ასევე ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, ტურიზმის ზრდას და ზამთრის კურორტების დიდ პრომოუშენს სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები