სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა

სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ოჯახის სიწმინდის დღეს ჯვარი 55-მა წყვილმა დაიწერა.

მეუფე ნიკოლოზის ხელმძღვანელობით, მსახურება 10-მა მოძღვარმა ჩაატარა.

„სწორედ ოჯახის სიწმინდიდან იწყება ქვეყნის აღმშენებელობაც და ყოველი ადამიანის გადარჩენაც. ამ დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა“, -აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ.

მისი თქმით, ჯვარდაწერილ ოჯახებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ორი წლის წინ პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთან საზოგადოების ინიციატივით დაინერგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები