ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4315 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4344 ლარი ღირდა.
0.0349 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8667 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9016 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები