მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის თბილისის მერიის ინიციატივას გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად. წელს დედაქალაქში 30 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, რაც თბილისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ქალაქის განვითარებას მოხმარდება.

გარდა ამისა, კოოპერატივებით დაზარალებულებს მშენებლობისათვის 16 ჰ. მიწა გამოეყოფათ; საკუთრება დაუკანონდებათ ე.წ. უკანონოდ დასახლებულ ოჯახებს. ვიცით, რომ ეს საკითხები უკვე გადაუჭრელ პრობლემებში მოიხსენიებოდა.

ასეთი სწრაფი, გაბედული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერი ახორციელებს, ათასობით ოჯახზე და მოქალაქეზე აისახება. ამიტომ მსგავს პროექტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები