თეა წულუკიანი: პოლიციელიც, სამართალდამცველიც და მინისტრიც, ადამიანია

პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც და მინისტრიც – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდგომ განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
„პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და მინისტრიც ადამიანია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამ აუარებელ ნიაღვარსა და შეურაცხყოფის ტალღაში, რომელიც პოლიციელმა ორი დღის და მეტი დროის განმავლობაში ითმინა, დღეს ისევ დგას პოსტზე, შეიძლება თქვას, რომ მას აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა რომ ჩვენც, მთავრობაც მოვყევით ამ ნიაღვარში, მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, პირიქით, ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი“, – აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები