ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

„ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული  ვაგზალი დახვდებათ. საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. შეიცვალა  სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები. საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა“,-აცხადებენ რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები