კახა კალაძემ პრემიერს, შს მინისტრსა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება იყო ღირსეული ნაბიჯი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ადამიანები კაცები. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და და ყველლა იმ ახალგაზრდას, ვინც გაგებით მოეკიდა შს-მინისტრის განცხადებას და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება. ჩვენ ვართ უშუალო ადამიანები და გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ახალგაზრდებთან. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას როგორც შს-მინისტრმა თქვა და გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება, იმედი მაქვს ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა კახა კალაძემ აქციის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები