თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ონიაშვილის, მეგრელიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, ვახტანგ ჩიქოვანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ასათიანის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზემო დელისის, დელისის, კამანის, ზაქარიაძის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაგარელის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, ახმეტელის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ტყემალაძის და ორახელაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ჩიკვაიძის, ავლევის, ვერცხლის და ველისციხის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, კეკელიძის, ჭანტურიას, ალტქსანდრე ჭავჭავაძის, ასათიანის და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები