სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც „კვირას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის, ამომრჩეველთა აქტივობის და საუბნო საარჩევნო კომისიების დახურვის შემდგომ, არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება მედიისთვის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 13 მაისს, 08:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.

თამაზ ჟორჟოლიანი, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები