გაზაფხულზე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება

2014 წლის გაზაფხულზე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე,თუშეთის გზაზე გატარდება უსაფრთხოების ღონისძიებები. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, პროექტისფარგლებში ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეასრულებს. ასევე, თუშეთის გზის სახიფათო მონაკვეთებზე დამცავი მოაჯირები დამონტაჟდება. პროექტის განხორციელებას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი თებერვალში გამოცხადდება.სამუშაოები კი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენიდან დაახლოებით 40 დღეში დაიწყება.
2014 წელს, კახეთში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები