„ორ ნაბიჯში” უცნობი პირი შეიჭრა და მოლარეს 60 ლარი გასტაცა

ისნის რაიონში, მდებარე სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ უცნობი პირი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს 60 ლარი გასტაცა.
შემთხვევა 8 მაისს მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები