ეკა ბესელია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო და მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში პარლამენტის თანამშრომლობაზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).

განხილული იყო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმების შექმნის საკითხი.

სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ექსპერტული დახმარება გაუწიონ პარლამენტს სხვადასხვა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები