გია ვოლსკი: ათონელის რეზიდენცია საკმარისი და კომპაქტურია

„ათონელის რეზიდენცია არის საკმარისი, კომპაქტური, მაღალ კვალიფიცირებული გუნდისათვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ მომავალი პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოხდეს იმ ხარჯების შემცირება მთავარია, რომელიც ავლაბრის რეზიდენციას სჭირდება.
„რომლის რაოდენობა მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ადრე უნდა შემცირებულიყო და რაციონალურ დონეზე დასულიყო ის ხარჯები, რაც იმ შენობას გააჩნია, როგორც მარგველაშვილი მას ეძახდა ბოროტების ბუდეს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები