სეტყვამ თელავის ორი სოფელი დააზარალა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ორი სოფელი დააზარალა. დაზიანებულია სოფელი კისისხევი და წინანადალი.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი გაანადგურა.
როგორც თელავის საკრებულოში აცხადებენ, ამ დროის მონაცემებით სტიქიის მასშტაბები მცირეა. თუმცა, ზარალის ოდენობა ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები