„რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის სასამართლო დავა – ტესტი საქართველოსთვის (ვიდეო)

ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესი, როგორც ჩანს, საქართველოსთვის სერიოზული ტესტი იქნება. ბრიტანეთში „რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის დავას თვალს საერთაშორისო ორგანიზაციები, მსხვილი ინვესტორები და დიპლომატები ადევნებენ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩის, დონალდ მაკლარენის თქმით, კითხვები უკვე დასმულია და ახლა ყველა პასუხებს ელის:
„ძალიან საინტერესო საქმის განხილვა ხდება ლონდონის სასამართლოში. „რუსთავის აზოტმა“ უჩივლა „საქართველოს ბანკის“ მფლობელ კომპანიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან. ისინი დაინტერესდებიან, თუ როგორ მუშაობენ ბანკები საქართველოში? მოქმედებენ თუ არა ისინი სამართლიანად, დაეხმარებიან თუ არა ბიზნესს? თუ ამოძრავებთ უკანონო ზეწოლის საფუძველზე ბიზნესის დახურვისა თუ კომპანიების მითვისების მოტივაცია? სწორედ ეს კითხვებია ახლა დასმული და ბიზნესმენები და ინვესტორები მათზე პასუხს ელოდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა დაინახონ თავიანთი როლი ეკონომიკაში და წვლილი შეიტანონ მასში მაქსიმალურად დადებითი კუთხით.“ – აღნიშნავს დიპლომატი.
დონალდ მაკლარენის განმარტებით, როგორც ბიზნესმენებმა, ისე ბანკებმა მხოლოდ საკუთარი უფლებების ფარგლებში უნდა იმოქმედონ და ბიზნესის ხელში ჩაგდების ინტერესი ბანკების ქმედებებში არ უნდა იკითხებოდეს:
„კიდევ ერთი სფერო, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის ბანკების ქმედებები. ეკონომიკის სფეროში მუშაობისას, ბანკებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ისინი ბიზნესის მეგობრები უნდა იყვნენ და არა ზეწოლის განმახორციელებლები. თავისთავად, ბიზნესმენმა უნდა გადაიხადოს გადასახადები, საბანკო ხარჯები და ასე შემდეგ, თუმცა, თუკი ბანკი უნდა იყოს წარმატებული ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, მაშინ იგი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს ბიზნესს და არა იმაზე, თუ რა ზეწოლა მოახდინოს მასზე – როგორ დახუროს და მიითვისოს ბიზნესი“, – აღნიშნა მან.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები