თურქეთში ქართველ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ (ვიდეო)

თურქეთში, საქართველოს მოქალაქეების პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ადანას პროვინციაში, სამ სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა სამი ქართველი ქალი ადგილზე სარფიანად დაქორწინების პირობით ჩაიყვანეს, თუმცა შემდეგ პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და პროსტიტუციას აიძულებდნენ.

მათივე ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალებს 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერაციაში 300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები