პრეზიდენტმა უცხოური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სასახლეში, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულის ფარგლებში, უცხოური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა გამოცემების – ,,ფორბსის“ ,,ვოგის“, ,,ელის“ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა.

როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ 90 სტუმარს მიმართა და ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

სასახლეში წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე ეცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები